ინტენციონალობა

ინტენციონალობა
ძველი სქოლასტური ტერმინია, რომელიც თავის დროზე გულისხმობდა ცნობიერების მიმართულობას საგანზე. ინტენციონალობის თეორია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან ააღორძინა გერმანელმა ფენომენოლოგმა ჰუსერლმა. ენობრივი მოქმედების კონტექსტში ამ ტერმინმა შემოაღწია ანალიტიკურ ლიტერატურაში, თუმცა შემოაღწია არა ცნობიერების შინაარსების დასახასიათებლად, არამედ როგორც ცნობიერების, უფრო ფართოდ ადამიანის მიმართულობამ, განზრახვამ განახორციელოს ესა თუ ის ენობრივი მოქმედება. ამიტომ, სამეტყველო მოქმედების დახასიათების უმრავლეს შემთხვევებში გამზრახვა („to intend to do ...“) „ინტენციონალობით“ აღინიშნება. მაგრამ, დავუბრუნდეთ გრაისის თეორიას.
Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Смотреть что такое "ინტენციონალობა" в других словарях:

  • პრაგმატიკა, როგორც სემიოტიკის ნაწილი — უფრო გვიან განვითარდა, ვიდრე სინტაქსი. მიუხედავად ცალკეულ ავტორთა მნიშვნელოვანი წვლილისა პრაგმატიკის სფეროში, სემიოტიკის ეს სფერო ყველაზე უფრო სისტემატიზირებული სახით დამუშავებული ჰქონდა ზემოთ ხსენებულ მორისს აღნიშნულ სტატიაში. ტერმინი… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»